მაჩალიკაშვილი ხელმოწერის შესაგროვებლად ბათუმში ჩავიდა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები  მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ბათუმში ჩავიდნენ და მათ ანბანის კოშკთან ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყეს.

როგორც განიმარტა, ხელმოწერები გროვდება იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ხელმოწერებს საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ.

„გადავწყვიტე რეგიონებში გავიდე და დავიწყო ხელმოწერების შეგროვება. პარლამენტმა ჩემი მოთხოვნა ჩააგდო, რომ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. მინდა გაირკვეს რატომ მოხდა თემირლანის მკვლელობა და რას ეფუძნებოდა. ხელისუფლებას უნდა თემირლანის საქმე მთლიანობაში ჩაკლას და ამაზე საუბარი არ იყოს. გადავწყვიტე, რომ 100 ათასი ხელმოწერა შევაგროვო და იძულებული გავხადო თემირლანის საქმე სააშკარაოზე გამოვიდეს“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილი  გასული წლიდან ითხოვს მისი შვილის საქმის გამოძიებას. კერძოდ, ითხოვს, რომ აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა. მაჩალიკაშვილების ვერსიით, სპეცრაზმელმა მძინარე ახალგაზრდას ესროლა და მეტიც, სპეცრაზმს სახლი შეეშალა, სუს–ის ვერსიით კი თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გახსნას ცდილობდა და სწორედ ამიტომ ესროლა სპეცრაზმელმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო