IPSOS-ის კვლევა – საპარლამენტო არჩევნებზე რესპონდენტთა 25% "ქართული ოცნებას" მისცემდა ხმას, ოპოზიციურ გაერთიანებას - 18%

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 18% – “გაერთიანებული ოპოზიციას”, ხოლო 7% – “ევროპული საქართველოს”. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 3-3%-ით “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია”  ინაწილებენ. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.

ალოკაციის გათვალისწინებით, იგივე კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

“ქართული ოცნება” – ბიძინა ივანიშვილი – 29.2%; “გაერთიანებული ოპოზიცია” – 22%; “ევროპული საქართველო” – 10.4%; “ლეიბორისტული პარტია” – 4.9%; “პატრიოტთა ალიანსი” – 4.7%.

ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას. 

IPSOS–მა კვლევა “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. აღნიშნულ კომპანიას, სასამართლო რეფორმის შესახებ კვლევა იუსტიციის სამინისტრომაც დაუკვეთა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp