"ჩემი რჩევაა, ქართველები ნაცვლად კრიტიკისა, ამ რთული გამოწვევის წინაშე გაერთიანდით"

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაახლა მავთულხლართების გავლება სოფელ გუგუტიანთკართან.

"ეს ძალიან ნეგატიური განვითარეებაა. ის ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

აშშ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ყოველდღიურად საქართველოს მთავრობასთან ყველა გამოწვევაზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხზე, სოფელ გუგუნტიანთკარში მიმდინარე პრობლემაზე. ჩემი რჩევა იქნებოდა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ რთული გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა რუდმა.

გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალები გასულ კვირას გამოჩნდნენ და ახალი ხელოვნური ბარიერების მშენებლობა დაიწყეს. ე.წ. საზღვრის მიღმა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა. მათ სახლების დასაცლელად სამდღიანი ვადა მისცეს.

ამ წუთებში გუგუტიაანთკარში უცხოელი დიპლომატები იმყოფებიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ