როგორ აკონტროლებს კრემლი აფხაზეთში მედიას:საიდუმლო საბუთები და კომენტარები

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა ე.წ. სურკოვის ფაილების“ იმ ნაწილის მიმოხილვა და ანალიზი დაიწყო, რომელიც კონკრეტულად ცხინვალსა და აფხაზეთის რეგიონს ეხება - ამის შესახე ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  

„როგორც ცნობილია, უკრაინის კიბერ-ალიანსისა (Ukrainian Cyber Alliance) და ორგანიზაცია „ინფორმნაპალმის“ (InformNapalm) ერთობლივი ღონისძიების შედეგად წარმატებით მოხერხდა კრემლის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის, ვლადისლავ სურკოვის ელექტრონული ფოსტის გატეხვა და ასობით ათასი ფაილზე წვდომის მოპოვება. ჰაკერული შეტევის შედეგად წერილების ნაწილი ოპერაციის ავტორებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს.

„ლეგიონი“ იწყებს აღნიშნული დოკუმენტებიდან ჩვენი აუდიტორიისთვის საინტერესო დეტალების გამომზეურებას. რამდენიმე ასეთი დოკუმენტი ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ. ამჯერად თქვენს წინაშეა 2013-2014 წლებში კრმელის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის დეტალები. წერილებიდან ირკვევა თუ როგორ „ყიდულობდა“ კრემლი ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, სასურველი გზავნილების გავრცელებისა და ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის” - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მათივე ცნობით, „წინამდებარე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ განსაკუთრებული სკურპულოზურობით ეკიდებოდა კრემლი აფხაზეთსა და რფ-იას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების საკითხს და ამისთვის მზადება თვეებით ადრე იყო დაწყებული. საგანგებოდ არჩევდნენ სურკოვიცა და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე მამონოვი. ჰაკერული გზით გავრცელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ასეთი სანდო ჟურნალისტი სხვა ჟურნალისტებთან ერთად ანტონ კრივენიუკი უნდა ყოფილიყო“.


„2014 წლის აგვისტოში გადაწყდა რომ ანტონ კრივენიუკი მოამზადებდა პუბლიკაციებს მათ მიერ დადგენილ თემებზე. ჩვენ ინტერნეტში კრივენიუკი ავტორობით მომზადებული ის სტატიებიც ვიპოვეთ, რომლებზეც „სურკოვის ფაილებშია“ საუბარი. 1. http://apsny.ru/analytics/index.php?ID=12476 2. https://regnum.ru/news/polit/1867559.html

3. ttp://kavpolit.com/articles/neritoricheskie_voprosy_abhazii-10505/“ - ნათქვამია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში. 

“აქცენტმა” ამ თემაზე თავად ანტონ კრივენიუკის ვრცელი კომენტარი მოიპოვა:

“აქ საუბარია 2014 წლის მოვლენებზე, კერძოდ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდზე. სურკოვი იმხანად ჯერ მხოლოდ იწყებდა საქმიანობას მოსკოვში აფხაზურ და ოსურ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირად. უკრაინაზეც. სხვათა შორის, იყო საკმაოდ კარგი ჩანაფიქრები. მაგალითად, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება, რომლის რეალიზება აფხაზურ მოსახლეობას რუსულ სოციალურ სერვისებზე წვდომას უხსნიდა, ასევე დედობრივი კაპიტალის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა (8 ათას დოლარამდე თანხა მეორე ბავშვის დაბადებისას). ამ ბაზაზე აიგო, მათ შორის, ხაჯიმბას საარჩევნო კამპანიაც, რადგან მოსკოვმა, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ განაცხადა მისი პროგრამის მხარდაჭერის შესახებ და თანადაფინანსების მზადყოფნაც გამოთქვა. თუმცა, სამწუხაროდ, თითქმის ვერაფრის რეალიზება მოხერხდა, სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში ინვესტირების გარდა. ანუ, სურკოვის პროგრამა დაიმსხვრა. მრავალი მიზეზით, მათ შორის – სტრუქტურის შიგნით საკადრო კარუსელის, კორუფციისა და სახსრების მიტაცების გამო. როგორც ჩანს, დაისახა საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების იმ წარმომადგენლებზე გასვლის ამოცანა, რომლებიც დაკავებულები იყვნენ აფხაზეთით, რათა მათი აქტივობების მონიტორინგი და დღის წესრიგის მოდერირება განეხორციელებინათ. პრინციპში, ამაში ახალი არაფერი ყოფილა. რაღა თქმა, უნდა, ჟურნალისტებსაც და ექსპერტებსაც – მხედველობაში მყავს მოსკოველები – ყოველთვის ჰქონდათ  და ახლაც აქვთ კონტაქტი გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან, მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში და ა.შ, იქ აღწერილი სქემები, როცა, მაგალითად, ჩინოსნები ჰკარნახობენ ვიღაცას და უდგენენ პუბლიკაციის გეგმას, დიდი ხანია, აღარ მოქმედებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. იმხანად კი ურთიერთქმედება საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების ლიდერების პროექტების მხარდაჭერის გზით ხორციელდებოდა. პროექტებისთვის იძებნებოდა დაფინანსება. შესაძლოა, აქ რაღაც ფულიც თეთრდებოდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტები უზრუნველიყოფოდა.

ჩემს შემთხვევაში პროექტს წარმოადგენდა გამოცემა "Сухум-Москва", რომლის იდეას [სურკოვის] სამმართველოს იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა და სახსრებიც გამონახა. პროექტი გულისხმობდა იმ რუსულ-აფხაზური შეთანხმების რეალიზების გრძელვადიან მონიტორინგს, რომელიც ზემოთ ვახსენე. ანუ, პრინციპში, ჩამოყალიბდა მედიური და საექსპერტო წრეების ოფიციალურ მოსკოვთან  ურთიერთქმედების კლასიკური სქემა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების იმჟამინდელი ამოცანების რეალიზებისთვის.

თუმცა ეს საკითხის ერთი მხარეა. არსებობს მეორეც. გავიმეორებ, შესაძლოა – ვინმე სადღაც ვინმესთან, თუმცა მე არ მინახავს, რომ ჟურნალისტებზე ან ექსპერტებზე კურატორობის მექანიზმები ყოფილიყო რეალიზებული. მით უფრო – სტატიების შეთანხმება და ა.შ. აქ საქმე, როგორც ჩანს, ისევ და ისევ ბიუჯეტების “სეირნობაშია”, მონაცემებით მანიპულირების თვითდინებაზე მიშვებაში. მაგალითად, ჩემს ხელთ არსებული ზუსტი მონაცემები საფუძველს იძლევა, ვთქვათ, რომ თანამშრომლები აკვირდებიან ამა თუ იმ მასალების გამოქვეყნებას, რომლებსაც სრულიად განსხვავებული ადამიანები წერენ, ხოლო შემდეგ, თუ ეს მასალები შინაარსობრივად ემთხვევა მათ ნარატივს, ისინი შეაქვთ სამმართველოს მედიური აქტივობის გეგმაში – აქაოდა ჩვენს მიერ იყო ინიცირებულიო. პრაქტიკაში ამის განხორციელება შეუძლებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ თავად რუსული მედია არ “მაზავს” ინიცირებულ მასალებს, მით უფრო - სტრუქტურებისგან, რომელთაც ამის ბიუჯეტი გააჩნიათ. თუმცა უკვე გამოქვეყნებულ, ვითომდა ინიცირებულ მასალაში შესაძლებელია, მიიღო “სალაროდან” ფული ავტორის “ჰონორარზე”... ერთი სიტყვით, იქ უამრავი ასეთი სქემა იყო.


ვეცნობი რა ამ დოკუმენტებს, ვხედავ, რომ ავტორებმა შეკრიბეს როგორც ვითომდა მათთან მოთანამშრომლე, ისე ამ თემებზე აფხაზეთსა და მოსკოვში მომუშავე პრაქტიკულად ყველა ადამიანი. როგორც ჩანს, არსებობდა ბიუჯეტი, რომელიც “იხერხებოდა”. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ დონეზე აფხაზეთში ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულს პირდაპირ იქიდან იღებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პრაქტიკაც არ იქნებოდა გრძელვადიანი. გარკვეულ ეტაპზე პროფილური სამმართველოს თანამშრომლების შემადგენლობა შეიცვალა, მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც უკვე რეალურად მზად იყვნენ, გაეცათ ბრძანებები და პუბლიკაციების ინიცირება მოეხდინათ. მე დავხურე "Сухум-Москва". თუმცა ჩემი შესაძლებლობები კიდევ დიდხანს მაძლევდა შესაძლებლობას, დეტალურად მედევნებინა თვალი და შიგნიდან დამენახა, როგორ მუშაობდა ეს სტრუქტურა. ამან მომცა შესაძლებლობა, გამომექვეყნებინა, მაგალითად, კრიტიკული მასალა “Абхазия – Россия: Пять лет коту под хвост” https://regnum.ru/news/polit/2547490.html?fbclid=IwAR1v40MVuGAvaPRnjY7Fna1_L5IN7FKGcLnr6ET34D37e9f69mqATgArFCM  და სხვები” - აცხადებს რუსი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად რუსეთში გადასვლა მოუწია.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები