იტალიის პრემიერი შს მინისტრს მიგრანტების აკვიატებაში ადანაშაულებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინს მიგრანტებთან დაკავშირებით არალოიალურობასა და აკვიატებაში ადანაშაულებს.

ჯუზეპე კონტემ სოციალურ მედიაში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მატეო სალვინი მიგრანტების პრობლემას მხარდამჭერების მოსაზიდად იყენებს და არა იტალიელ პარტნიორებთან გამოსავლის მოსაძებნად.

წერილს პრესკონფერენციაზე უპასუხა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ აკვიატებული აქვს იტალიელების უსაფრთხოება და ადამიანების ტრეფიკინგში ჩართულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლა.

გასულ კვირას მატეო სალვინიმ თქვა, რომ მისი პარტია „ლიგა“, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან“ არსებულ ალიანსს მხარს აღარ დაუჭერს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს