საკმარისია თუ არა 331,5 ლარი 4–სულიანი ოჯახისთვის – პრემიერის პასუხი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ოფიციალური საარსებო მინიმუმი "არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

მისივე თქმით, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კითხვებს დეტალურად „საქსტატმა” უნდა უპასუხოს. 

„წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც „საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე „საქსტატმა“ უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივლისში ივნისთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებებო მინიმუმი ერთი ლარით შემცირდა და 187 ლარზე დაფიქსირდა.ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, 1,5 ლარით შემცირდა და 331,5 ლარია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ