19-22 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 125 კმ.-ზე, მდ. „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00სთ-დან 16:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"