მითები და რეალობა: "10 წელიწადში TBC–მ 0 ოჯახი გამოასახლა"

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ბოტების“ მორიგ ჯერზე სამიზნე საკუთარი ინიციატივის გამო გახდა. მოგეხსენებათ, ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, შედეგად კი გარდა მოსახლეობის ნაკვეთებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი ოჯახის – რაზმაძეებისა და გუგუტაშვილების სახლები აღმოჩნდა. მათ ტერიტორიის დასატოვებლად და ნივთების გასატანად სამდღიანი ვადა მისცეს, შესაბამისად, ადგილობრივებს უწევთ, საკუთარი ხელით დაშალონ თავიანთი სახლები. შექმნილ ვითარებაში ხაზარაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რაზმაძეები საცხოვრებელი სახლით უზრუნველჰოს, რასაც თავად რაზმაძეები დასთანხმდნენ. ამასთან, ხაზარაძემ მოუწოდა კოლეგა ბიზნესმენებს, დაეხმარონ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მწვავედ და ყოველდღიურ რეჟიმში განიცდიან რუსული ოკუპაციის წნეხს და უწევთ მის წინააღმდეგ ბრძოლა.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,  საქართველო გაერთიანდება“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში და „ბოტების“ სამიზნეც ეს ინიციატივა გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ "ტროლებისა" და "ბოტების" აქტვობა წარსულში TBC-სა და უშუალოდ ხაზარაძესთან მიმართებაში წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა, რის დასტურადაც არსებობს კვლევა. ძირითადი მესიჯები კი ასეთია „საკუთარ სახლებში ჯერ TBC–ს მიერ გამოსახლებული ადამიანები დააბრუნოსო“. სხვათა შორის, სწორედ ამ პრეტენზიას უყენებენ ძირითად შემთხვევაში ბანკებს, მათ შორის TBC-ს, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, მაგალითად, "თიბისი ბანკის" მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებული ოჯახების რაოდენობა არის 0. 

კიდევ ერთი ნარატივი, "ხალხი რომ ძალიან მაღალპროცენტიან სესხებს იღებს და მერე ბინებს კარგავს, ბანკების ბრალია" 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ჩამორთმეულ ურძავ ქონებაში კომერციული ბანკების წილი მხოლოდ 25%-ია. ადამიანების უმეტესობა ქონებას კარგავს კერძო გამსესხებლებთან ურთიერთობის შედეგად. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმიენება