17 აგვისტოს ლარის კურსი – ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნულმა ბანკმა 17 აგვისტოს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კერძოდ, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.9232 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.2395 ლარად შეიძენთ.

16 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9182 ლარი ღირებდა, ერთი ევრო – 3.2555 ლარი, ხოლო 15 აგვისტოს ერთი დოლარი – 2.9121 ლარი, ევრო – 3.2572 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება