"რუსთავი 2"–ის საქმე – სასამართლომ კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილის ქვრივისა და სამართალმემკვიდრის ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ის სარჩელით „რუსთავი 2-ის“ 30 პროცენტის გადაცემას ითხოვდა. შესაბამისად, ია კიწმარიშვილს უარი ეთქვა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზები ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და ”რუსთავი 2-ის” დირექტორმა პაატა სალიამ განმარტა.

„15 აგვისტოთი არის დათარიღებული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოსი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღაზე მოთხოვნა, რაც იყო, განსახილველად მიღებაზე სასამართლომ უარი თქვა. მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და შპს პანორამასთვის გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2009 წელს და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა,“ - განაცხადა სალიამ.

სარჩელის არმიღების თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს კიწმარიშვილის ადვოკატი თიკო ბეჟაშვილი და აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრდება.

შეგახსენებ, რომ ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"–ს ყიდის და პროცესის დასრულება ერთ კვირაში სურს.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები