თბილისში აივანი ჩამოინგრა - დაშავდა ხუთი ადამიანი
Posted on
, ადამიანი და კანონი
თბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც შსს–ში აცხადებენ, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.