სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი პირი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაცო ხაზთან კიდევ ერთი პირი გაიტაცეს. გატაცება ოკუპირებულ სოფელ არცევთან მოხდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების ცნობით, დღეს გატაცებული პირი ისევე, როგორც 7 მოქალაქე, რომელიც რუსმა სამხედროებმა გუშინ გაიტაცეს, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს