ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დეპუტატი ავრცელებს.

„მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს - ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“, - წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რას უკავშირდება გეგიძის სუს-ში დაბარება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა