გორის მერი შვებულებიდან დაბრუნდა: “გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა“

გორის მერი კოტე თავზარაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა და ახალუბანში ჩავიდა.

თავზარაშვილის განცხადებით, იგი 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში იმყოფებოდა და შვებულებაში მას შემდეგ წავიდა, რაც სიტუაცია დაწყნარდა.

"ჩამოვედი, 4 დღე მქონდა აღებული. მანამდე, 7-ში როდესაც დაიწყებს ჩარჭობა მილების მაშინ ვიყავი იქ, შეხვდვი, საკრებულოს წევრიც იყო იქ, ჩვენი წარმომადგენელიც იყო. მათთან მქონდა ურთიერთობა, მეორე დღეს არაფერი აღარ ხდებოდა და მიწყნარდა ეგ საქმე, შეჩერდა. შემდეგ წავედი მე და როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო, დავბრუნდი. მე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა, ჩართული იყო ჩემი მოადგილე, ჩართული იყო წარმომადგენელი, ჩართული იყო საკრებულოს წევრი - იგივეს აკეთებდნენ, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, როდესაც ესეთი ამბავი მოხდა მე დავრბუნდი. გაკეთებით ვინ რას გააკეთებდა? თქვენ გააკეთებდით? ან ისინი ოპოზიციური პარტიები? ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა", - განაცხადა თავზარაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის: მაშინ როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებდა.16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს