"ღვინის ქარხანა გალერიაში“ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა

მოსამართლემ  ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“, – განუცხადეს „აქცენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირაკლი ქუმსიშვილი ცემეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს