სუს-ი : "ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11:00 საათზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა.

აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუს–ში. 

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ თავად დეპუტატმა გაავრცელა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძე დღეს, 14:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები