რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტიდან ექვსზე მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

1,50 ლარის ნაცვლად ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.

ძველი ტარიფი დარჩა რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირის; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთის“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილოს; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა-გლდანის; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა