პრეზიდენტი – გუგუტიანთკარზე: „გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. 

„განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული", – განუცხადა პრეზიდენტმა მის სახლთან მყოფ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა გუგუტიანთკარში ჩასვლას, ზურაბიშვილმა განაცხადა:

"ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ... გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს... ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების რესურსი არ არსებობს"