აქტივისტებმა გორის მერის სახლთან მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

აქტივისტებმა გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. 

მათ აქ საპროტესტო ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერებით: "კოტე, შენ ხარ სამარცხვინო მერი" და სხვა. 

ცნობისთვის: მაშინ როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებდა.16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა.

გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო