საქსტატი – დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 26.6 %–ით გაიზარდა, ევროკავშირში – 20.6%–ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 %–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 %–ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით,  ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 %–ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 %–ს შეადგენს.

იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, სადაც გატანილია 303 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26 %–ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა.

რაც შეეხება იმპორტს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოტანილია 1 303.1 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 %–ია.

იმპორტის მოცულობამ ევროკავშირიდან 1 280.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი თურქეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან განხორციელდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება