გორის მერი: "რუსებმა მითხრეს, წყლის რეზერვუარს არ შევეხებითო"

გორის მერი სოფელ გუგუტიაანთკარში ჩავიდა და ადგილზე მყოფ რუს ჯარისკაცებს გაესაუბრა და ჰკითხა, ემუქრებოდა თუ არა საფრთხე წყლის რეზერვუარს, რომლითაც სოფელი მარაგდება.

"მითხრეს, რომ წყლის რეზერვუარს ჩვენ არ შევეხებითო. აქეთ დარჩება", – განუცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: მაშინ როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებდა.16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა.

გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"