შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში დარღვევები დაფიქსირდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შემოწმებული 95 კლინიკიდან 38-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.

სამედიცინო დაწესებულებებში დაღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. ძირითადად კი ეს ეხებოდა დეზინფექცია-სტერტილიზაციისა და ექიმების ნებართვას. 

კონკრეტული კლინიკები არ სახელდება, ოქმები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს დაჯარიმდება თუ არა რომელიმე დაწესებულება და ამის შემდეგ განსაჯაროვდება კონკრეტული კლინიკები.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს