საქსტატი - 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საგარეო ვაჭრობა 0.2%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 7 მილიარდ 65 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი, რაც 0.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი 12.4%-ით მეტი იყო, ხოლო იმპორტი 4.7%-ით ნაკლები.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 2 მილიარდ 860 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და მილიარდ 311 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს