გეგიძე სუს–ში გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს–ში გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებს.

როგორც გეგიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სუს–ში დაბარებულია „საქართველოს ფოსტაში“ მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ფოსტაში“ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე და ჩემი კომპენტაციის ფარგლებში ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. ამჟამად ვარ პოლიტიკოსი მე მაქვს პოლიტიკაში ჩემი პრინციპები და  ჩემი ხარისხი თავისუფლების და ვცდილობ, რომ ეს რაც შეიძლება მაღალი ხარისხი იყოს. მე გავხდი ვაკის მაჟორიტარი, მერე ფრაქციის თავმჯდომარე, მოგვიანებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. გამოძიება „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი, მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესზე, პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარია. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხევში და გამოძიება „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით 2 აგვისტოს დაიწყო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ არის პოლიტკური ფაქტორი. ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა გეგიძემ.

სუს-ში დღეს განაცხადეს, ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუს-ში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ