საქსტატი – 2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით. როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.6 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
USAID საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს დააფინანსებს