რა შემთხვევაში დატოვებს ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე იმ წყალგამყოფზე საუბრობს, რის გამოც იგი მმართველ გუნდს დატოვებს. დეპუტატის განცხადებით, უთანხმოება თანაგუნდელებთან მას უვადო მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით აქვს. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია მისთვის მიუღებელი იქნება მმართველ გუნდს დატოვებს.

"უზენაესი სასამართლოს თემა როცა დაიწყო, წინა წლის დეკემბერში, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. ის პირველი სია, რომელიც შემოვიდა მაშინ ეს იყო მიუღებელია და ეს პროცესი რასაც ვუყურებ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ამ პროცესმა ჩემში  ვერ შექმნა ოპტიმიზმი, რომ ამ პროცესს ნდობა გამოვუცხადო, გასაუბრებები ხომ ნახეთ ყველამ. მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია ოპტიმიზმი, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ სიას. პროდუქტი სიის სახით, რომელიც შემოვა პარლამენტში, დავტოვებ უმრავლესობას, ამ სიტყვას დავიჭერ, არ გადავალ და თუ ეს სია ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს თემა ჩემთვის, რომ მე უმრავლესობიდან უნდა წავიდე, მით უმეტეს, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს",-განაცხადა გეგიძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს