საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში განიხილეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს