ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ბოძების დამონტაჟების შემდეგ ტერიტორია დატოვეს

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში 6-საათიანი მუშაობის შემდეგ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. შეიარაღებულმა, ნიღბიანმა ოკუპანტებმა საინჟინრო ტექნიკით რკინის კონსტრუქციები დაამონატაჟეს, სადაც სავარაუდოდ, ახალ მავთულხლართებს გაავლებენ. სამშენებლო მასალა და რკინის ბოძები ოკუპანტებმა ადგილზე სატვირთო მანქანებით დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე მიიტანეს.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" აქტივისტებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ