„ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა არის ის სტილი, რომელსაც აჰყვა გეგიძე და ჩადგა "ნაციონალური მოძრაობის" ამ სტრატეგიის მატარებელთა რიგებში“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით,  მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა არის ის სტილი, რომელსაც აჰყვა დეპუტატი ბიძინა გეგიძე და „ჩადგა "ნაციონალური მოძრაობის" ამ სტრატეგიის მატარებელთა რიგებში“.

ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ  ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინონ.

"თუკი მისი პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს უმრავლესობას. ოჯახები ინგრევა, ცოლ-ქმარი სცილდება და რა გახდა ახლა... პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, არ ემთხვევა პოზიციები და ორი სუბიექტი, ან ჯგუფი ან ადამიანები უნდა დასცილდნენ ერთმანეთს ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ. ამ უთანხმოების შედეგი იქნება ის, რომ ეს ადამიანები, ჩვენ უმრავლესობის დიდი ნაწილი და ბიძინა გეგიძე, ისე როგორც სხვანი გავიდნენ უმრავლესობიდან მოხდება გასვლა, გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულებაა უარყოფითი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვრიცხოთ“, – აცხადებს ვოლსკი.

ამასთან მან ბიძინა გეგიძე დეპუტატ ნიკა მელიასთან და შს მინისტრ გუორგი გახარიასტან დაკავშირებტ გაკეტებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა:

"გახარიაზეც არასწორი იყო მისი განცხადება იმიტომ, რომ ყველა კარგად ხედავს, რაც მოხდა და რა განსხვავებაა დანაშაულებრივ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც იგერიებს ამ დამნაშავეების მიერ ორგანიზებულ შეტევას, ძალიან კარგად იცის ეს და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადების გაკეთებას, სჯობს უთხრას საზოგადოებას, თავის კოლეგებს, რამდენად რეალურია ის შეკითხვები, რომელიც გამოძიებას მის მიმართ გააჩნია. არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება მელიასთან დაკავშირებითაც და მეორე, თუკი რაიმე საქმე აღიძრა შარშან აგვისტოში, ამის თაობაზე მას მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება, ვინაიდან მას  ამას დეპუტატის მანდატი ავალდებულებს“. 

ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს. გეგიძე აღნიშნულს პოლიტიკურ პაქტორს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძემ პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, 20–21 ივნისს თბილისში აქციის დაშლის შემდეგ გეგიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა