ესტონეთის პრეზიდენტი - "ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას"

ესტონეთი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს შემდეგ კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?