საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, კიბერ-თაღლითებმა ყალბი ვებ-გვერდები შექმნეს, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი“, - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

ცნობისთის: ბოლო სამი თვის განმავლობაში Facebook-ში რამდენჯერმე გამოჩნდა ყალბი გვერდი, რომელიც მომხმარებელს საპენსიო დანაზოგის გაგებას სთავაზობს და მოქალაქეებს ვერიფიკაციისთვის საბანკო მონაცემებს სთხოვენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გაფრინდაშვილის მეუღლე: "ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის კგბ-ს"