ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა

ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამოტრიალდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს