მაკრონმა პუტინს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ამ ზაფხულს პროტესტის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებდით. რაც რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში, სრულად უნდა იყოს დაცული, იმიტომ, რომ მე მჯერა ევროპული რუსეთის“, – მიმართა პუტინს მაკრონმა.

„ჩვენ ყველამ ვიცით ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციების შესახებ, რომლის დროსაც, ჩვენი გათვლებით, 11 ადამიანი დაიღუპა და 2.500 დაშავდა. ჩვენ არ გვსურს, რომ ასეთი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში მოხდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური ვითარება კანონის მკაცრი დაცვით წარიმართოს“, – განაცხადა პუტინმა მაკრონის საპასუხოდ. 

ცნობისთვის: ივლისი ბოლოდან რუსეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება, რომლებსაც ძალოვანები ხისტი მეთოდებით შლიან და ათასობით მოქალაქეს აკავებენ. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნა მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?