პუტინი ირწმუნება, რომ 8 აგვისტოს რაკეტის აფეთქების შედეგად რადიაციის დონე არ გაზრდილა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ 8 აგვისტოს სევეროდვინსკის მიდამოებში, სოფელ ნიონოკსის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე რაკეტის აფეთქების შედეგად რადიაციის დონე არ გაზრდილა.

„ჩვენ ყველა საჭირო ზომა მყისიერად მივიღეთ და რადიაციის მატების რისკი არ არსებობს. ინციდენტის დროს დაღუპულთა ოჯახებს  და დაშავებულებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემათ“, – განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ასევე: პუტინის უპერსპექტივო კაპრიზს რუსეთის ბირთვული ცენტრის ელიტა ემსხვერპლა

ცნობისთვის: 8 აგვისტოს სევეროდვინსკის მიდამოებში, სოფელ ნიონოკსის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად „როსატომის“ 5 თანამშრომელი დაიღუპა და, სულ მცირე, 15 დაშავდა. 

არხანგელსკის ოლქის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ აფეთქების შემდეგ ხელსაწყოებმა რადიაციის დონის "20–ჯერ მატება" დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით იგი ნორმას დაუბრუნდა".  

ახლომდებარე სევეროდვინსკის ადმინისტრაციამ აფეთქების შემდეგ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რადიაციის დონის მატების შესახებ, თუმცა მეორე დღეს მისი ოფიციალური საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა.

რუსეთის ბირთვული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ჩერნიშოვმა დაადასტურა ინფორმაცია კატასტროფის ადგილიდან 30 კმ–ში მდებარე ქალაქ სევეროდვინსკში ხანმოკლე რადიოაქტიური რყევის შესახებ და მომხდარს „არაპროგნოზირებადი სცენარი“ უწოდა. „დაფიქსირდა მაჩვენებლების გაორმაგება, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი ნორმაშია, არანაირი ნარჩენი რადიოაქტიური დაბინძურება არც ჩვენს ექსპერტებს დაუფიქსირებიათ, არც სპეციალისტებს გარედან“, – აღნიშნა მან.

10 აგვისტოს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციამ დააფიქსირა სეისმური და ინფრახმოვანი რყევები, რომელიც დროში არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე მომხდარ ავარიას ემთხვეოდა. 

„აქცენტი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ავარიის შედეგად დაშავებულები მოსკოვში უსაფრთხოების მკაცრი პირობების დაცვით გადაიყვანეს: რეანომობილების ბრიგადების თანამშრომლები სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, თავად მანქანები სპეციალური საფარით იყო შეფუთული, ვერტმფრენიდან დაშავებულების ჩამოყვანამდე კი ავტომობილები რადიაციულ ფონზე შეამოწმეს.



ადგილობრივი მედია ანონიმ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაღუპულებს „საშინელი დასხივება ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ სისხლი მოეხარშათ“.

სევეროდვინსკის ადმინისტრაციის თავდაპირველი ცნობების, საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მონაცემებისა და ადგილობრივების შემაშფოთებელი ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ რადიაციული ფონის მატება ხანმოკლე იყო და მდგომარეობა მელევე ნორმალიზდა. 

ამავე დროს, როგორც ბირთვული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სოლოვიოვი აცხადებს, სახელმწიფო კომისია აწარმოებს ავარიის საქმის გამოძიებას „მომხდარის მასშტაბებისა და მიზეზების დასადგენად". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?