კიევის სასამართლომ პოროშენკოს და კიდევ 180 ჩინოსნის წინააღმდეგ სარჩელები წარმოებაში მიიღო

კიევის სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელები მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და კიდევ 180 ჩინოსნისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის თაობაზე.

ხსენებულ 180 ჩინოსანს შორის არიან პარლამენტის სპიკერი ანდრეი ანდრეი პარუბიი, პრემიერ–მინისტრი ვლადიმირ გროისმანი, 50 სახალხო დეპუტატი „პოროშენკოს ბლოკიდან“, მთავრობის 40–მდე წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და კომპანია „ნაფტოგაზ – უკრაინის“ მმართველი საბჭოს წევრები.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ხსენებული ჩინოსნების ქვეყნიდან  გაუსვლელობის უზრუნველყოფისა და მათი საქმიანობის შემოწმების გარდა, მოსარჩელეები ითხოვენ, აღიარდეს ეროვნული პოლიციის უმოქმედობა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პოლიტიკოსებს შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით.

სამი ერთნაირი სარჩელით სასამართლოს ბლოგერმა ალექსანდრე დუბინსკიმ, ყოფილმა დეპუტატმა სერგეი ჟვანიამ და კიდევ ერთმა პირმა მიმართა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება. ამასთან, თავად ჟვანიამ გამოცემა „ უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, რომ მსგავსი განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

დღეს, 17 მაისს პარტია „სახალხო ფრონტმა“ სამთავრობო კოალიცია დატოვა, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადაში უმრავლესობა დაკარგა. ამან არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ მოქმედი პარლამენტის დათხოვნის ბლოკირება უნდა მოახდინოს.

ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისისთვის არის დაგეგმილი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"