"აი ფაქტი" - საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი მომსახურების საფასურს რუსული რუბლით იღებს

"აი ფაქტის" განცხადებით, საქართველოში სავაჭრო ობიექტების ერთი ნაწილი გაწეული მომსახურების საფასურს რუსული რუბლით იღებს მაშინ, როცა კანონში წერია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორების ერთადერთი ლეგალური ვალუტა ლარია.

"აი ფაქტის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ ყიდიან თბილისი-ლარსის საავტომობილო გზაზე მდებარე კაფეებსა და სხვადასხვა მაღაზიაში, პროდუქციას რუსულ რუბლზე. 

"ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი. შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით. ტურისტებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახურია. ჩვენი მიმართვის შემდეგ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს გადასცეს. სხვა კითხვებზე არ გვიპასუხეს", – ნათქვამია "აი ფაქტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო