ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს ადგილზე პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე: "ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“

ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ კითხვას, თუ რატომ არ ჩადიან საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები – პრეზიდენტი და პრემიერი  სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება.

"ეს არის საოკუპაციო ხაზის ე.წ. ბორდერიზაციის გაგრძელების პროცესი. ეს არის ოკუპაცია, ანუ ოკუპაციას ასეთი სახე აქვს, ნაცმოძრაობა და მათი წარმომადგენლები სვამენ, რატომ არის რომ რუსი ოკუპანტი რომ იქ ავლებს მავთულხლართს და სვამს საზღვარს - ოკუპაცია მოახდინეს იმ ხალხის მეშვეობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს", აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის: სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა