თბილისი სოფელ აიბღას რუსეთის ტერიტორიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002 წელს, შემდგომ კი 2009 წელს. 

„სამწუხაროდ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. 

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.

არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე,  რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ