ზემო კაჭრეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო

კახეთში, გურჯაანში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს უკიდია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი, დახმარებაზე გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. უწყების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები