მედია – პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ის ყოფილი ოფიცერი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ყოფილი ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

დიმიტრი ლეჟავა ამჟამად „ქართული ოცნების“ აქტივისტია. 1983-94 წლებში ის მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994-96 წლებში დასაქმებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, მოგვიანებით კი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურების სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოფილი КГБ-ლი არ არსებობს.

„როდესაც გვაქვს გაცხადებული საგარეო კურსი, რომ გვაქვს სურვილი გავხდეთ ნატო–ს წევრი ქვეყანა და ჩვენი თავდაცვის სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ნატო–ს სტანდარტთან რასაც თავდაცვის სამინისტრო ასე ხშირად იმეორებს რა გამოცდილება და რა უნარი აქვს ამ მრჩეველს თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან, უსაფრთხოების სისტემებთან ეს ერთი საკითხია. მეორე რატომ არ იყო შესაძლებელი,რომ თუნდაც დასავლური განათლებით, თუ დაც ამ სისტემების ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე მრჩევლის დანიშვნა. მისი წარსული, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ ბატონ ლეჟავას ნამდვილად არ მეტყველებს დადებითად პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც მას უნდა ჰქონდეს სრული დაშვება  საიდუმლო ინფორმაციაზე და წესით, ის უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში", - აცხადებს ”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრეზიდენტის მრჩეველთა ჩამონათვალში მისი სახელი და გვარი ოფიციალურად მითითებული არ არის. არც ის არის ცნობილი, როდის აირჩია პრეზიდენტმა მრჩევლად ლეჟავა.

თუმცა პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით წარსდგა ლეჟავა 16 აგვისტოს თავდაცვის აკადემიაში, სადაც მან ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?