დავით ქაცარავა: "საოკუპაციო ხაზთან ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ"

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის დავით ქაცარავას განცხადებით, მას საოკუპაციო ხაზთან  ქვები ესროლეს.

“მეგობრებო! ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს–ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანაკურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?“ , - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“