“რუსთავი 2“ - დან ეკა კვესიტაძეც გაუშვეს

"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ჟურნალისტებთან გიორგი გაბუნიასთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძეც გაათავსუფლა, – ამის შესახებ სციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

“ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს. უი, გაბუნიაც გაუშვეს. უი კვესიტაძეც გაუშვიათ. კარგია რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა”, – წერს ჟორჟოლიანი.


ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში “ოცნების” აქცია მიმდინარეობს (LIVE)