"ლეჟავას დანიშვნისას ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა"

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას ადმინსიტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე".

"დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის  რვა ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე" - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 


დიმიტრი ლეჟავა „ქართული ოცნების“ აქტივისტია. 1983-94 წლებში ის მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994-96 წლებში დასაქმებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, მოგვიანებით კი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურების სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოფილი КГБ-ლი არ არსებობს.

„როდესაც გვაქვს გაცხადებული საგარეო კურსი, რომ გვაქვს სურვილი გავხდეთ ნატო–ს წევრი ქვეყანა და ჩვენი თავდაცვის სისტემა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ნატო–ს სტანდარტთან რასაც თავდაცვის სამინისტრო ასე ხშირად იმეორებს რა გამოცდილება და რა უნარი აქვს ამ მრჩეველს თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან, უსაფრთხოების სისტემებთან ეს ერთი საკითხია. მეორე რატომ არ იყო შესაძლებელი,რომ თუნდაც დასავლური განათლებით, თუ დაც ამ სისტემების ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე მრჩევლის დანიშვნა. მისი წარსული, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ ბატონ ლეჟავას ნამდვილად არ მეტყველებს დადებითად პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც მას უნდა ჰქონდეს სრული დაშვება  საიდუმლო ინფორმაციაზე და წესით, ის უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში", - აცხადებს ”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს