“როსკოსმოსი” კავკასიაში კოსმონავტების მომზადების ცენტრის შექმნის იდეას განიხილავს

“როსკოსმოსი” ჩრდილოეთ კავკასიაში კოსმონავტების მომზადების ცენტრის შექმნის იდეას განიხილავს. ამის შესახებ დღეს რუსეთის ამ სახელმწიფო კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.

«ურიგო არ იქნებოდა, “როსკოსმოსს” ჩრდილოეთ კავკასიაში გაედგა ფესვები. ამ დღეებში ვიყავით ყაბარდო-ბალყარეთშიც, ჩერქეზეთშიც, ახლა სტავროპოლის მხარეში ვართ. ვაკვირდებით, ვსწავლობთ შესაძლებლობებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში კოსმონავტების მომზადების ცენტრი გავშალოთ. განვიხილავთ მათი სამთო, ასევე  საპარაშუტო მომზადების შესაძლებლობას” - განცხადა როგოზინმა.

მისივე თქმით, რუსი კოსმონავტების მომზადების პროგრამაში შესაძლოა, იალბუზის დაპყრობა შევიდეს. გარდა ამისა, ეს შესაძლოა, მთვარეზე მუშაობისთვის განკუთვნილი რობოტოტექნიკური კომპლექსების გამოცდის პროგრამის ნაწილად იქცეს.

მანამდე კოსმონავტების მომზადებუს ცენტრის ხელმძღვანელმა პავლე ვლასოვმა განაცხადა, რომ რუსი კოსმონავტები ალპინისტურ და საჰაერო-სადესანტო მომზადებას, ასევე ველურ ბუნებაში გადარჩენისა და ჩეჩნეთში სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე ტაქტიკური მხარდაჭერის კურსებს გაივლიან. მომზადების დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
23 სექტემბრის ამინდის პროგნოზი