"პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ"

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეთერში გინების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„ბევრჯერ მკითხეს, მიმაჩნია, თუ არა, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიში უნდა მოვიხადო? არა! არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო. მე, რომ ჩამეთვალა ეს შეცდომა იყო, მაშინ ბოდიშს მოვიხდიდი. მესმის, რომ ჩემი მონოლოგის ბოლო ნაწილი მძიმე იყო, როდესაც პუტინის მშობელზე ვთქვი, მათი საფლავი ვახსენე, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეგნებულად შეურაცხჰყვეს. შეგნებულად მიჰყავდათ ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, არამედ საფლავებზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით. მე არ ვნანობ, რაც გავაკეთე, სწორედ, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოჰყვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. მომდევნო დღეს „რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.  მომხდარის გამო გაბუნია  როგორც ქართული საზოგადოების ნაწილმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.  ჟურნალისტის ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს სპეციალური განცხადებით დაგმო და მოუწოდა "საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცემოდა ტელეკომპანიის და გიორგი გაბუნიას საქციელს". აღსანიშნავია, რომ საგარეო უწყების მოწოდებას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო