ტრამპი: „მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდეს“.

„ჩემს წინამორბედს – ბარაქ ობამას სურდა, რომ რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გაერიცხათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუერთდება. ეს უნდა გახდეს „დიდი რვიანი“, რადგან  ბევრი რამ, რაზეც ვსაუბრობთ, რუსეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის: რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს მის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.

ამჟამად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების რიგებშია: შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია და კანადა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა