SEO რეკომენდაციები საიტის პოზიციების ასამაღლებლად

მიუხედავად იმისა, რომ საიტის SEO ოპტიმიზაციას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში შეგიძლიათ მოახდინოთ საიტის გარკვეული ოპტიმიზაცია დამოუკიდებლადაც. ქცემოთ მოყვანილია რამოდენიმე ქმედება, რომელიც ამაში დაგეხამრებათ.

უსაფრთხო პროტოკოლზე გადაყვანა, დუბლირებული კონტენტის შერწყბა და რედირექტები

HTTP (HyperText Transfer Protocol) – არის პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ხდება მონაცემების გაცვლა საიტსა და მის ვიზიტორებს შორის. HTTPS – ფაქტობრივად იგივე პროტოკოლია, თუმცა უფრო დაცული. ამაზე მეტყველებს ბოლო S ასო (Secured). დღესდღეობით საკმაოდ დიდია კიბერტერორიზმის რისკი: თქვენ შედიხართ საიტზე, ავსებთ სხვადასხვა ფორმებს, ტოვებთ თქვენ პირად ინფორმაციაც, რომელიც შემდგომში შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. სწორედ კიბერტერორიზმთან ბრძოლისთვის იყო შექმნილი HTTPS პროტოკოლი. ცხადია, საძიებო სისტემების ალგორითმები უფრო მეტად ენდობიან იმ საიტს, რომელსაც აქვს https დაცული პროტოკოლი. 

დაცული https პროტოკოლი არ აქვს ყველა საიტს. ამიტომ, თ თქვენი ინტერნეტ რესურსი მუშაობს http და არა https პროტოკოლზე, შეიძინეთ ის თქვენი ჰოსტინგ-პროვაიდერისგან (SSL სერტიფიკატი). მისი ღირებულება მიზერულია. თუმცა მხოლოდ მისი შეძენა არ იქნება საკმარისი, საჭიროა დაყენებაც. ამისთვის საიტის ძირეულ ფოლდერში (FTP კლიენტის დახმარებით), იპოვეთ ფაილი სახელად .htaccess და ჩაწერეთ შემდეგი კოდი:

RewriteEngine On

RewriteCond %{SERVER_PORT} ^443$ [OR]

RewriteCond %{HTTPS} =on

RewriteRule ^(.*)$ http://domain.ge/$1 [R=301,L]

Domain.ge-ს ნაცვლად ჩაწერეთ თქვენი საიტის URL მისამართი.

დარწმუნდით, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ჩაწერეთ თქვენი საიტის მისმართი დაუცველი http პროტოკოლით და თუ ბრაუზერი ავტომატურად გადაგიყვანთ დაცულ https პროტოკოლზე, მაშინ შეცდომები არ გაქვთ.

საიტის სიჩქარე

საიტის სიჩქარე ასევე წარმოადგენს რანჟირების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. SEO ოპტიმიზციის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სწორედ ვებ-რესურსის სიჩაქარის ამაღლებაა. დაბალი სიჩქარე აუარესებს ქცევით ფაქტორებს და, შედეგად, საძიებო სისტემა, როგორიც არის Google, Yandex, Bing და ა.შ., ამცირებს საიტის პოზიციებს საძიებო შედეგებში. 

სიჩქარეზე ძირითადად მოქმედებს 3 ფაქტორი: 

  • GZIP შეკუმშვა

  • HTML, CSS და JS მოცულობა

  • მედია-კონტენტის მოცულობა

სიჩქარის შესამოწმებლად შედით Google Page Speed Insight-ზე და ჩაწერეთ საიტის მისამართი. 30-60 წამის შემდეგ ნახავთ სიჩქარის შეფასებას როგორც მობილურ მოწყობილობებზე, ასევე დესკტოპის ვერსიაზეც. 

GZIP ჩასართავად შედით ფაილში .htaccess და ჩასვით შემდეგი კოდი:

AddOutputFilterByType DEFLATE text/plain

AddOutputFilterByType DEFLATE text/html

AddOutputFilterByType DEFLATE text/xml

AddOutputFilterByType DEFLATE text/css

AddOutputFilterByType DEFLATE application/xml

AddOutputFilterByType DEFLATE application/xhtml+xml

AddOutputFilterByType DEFLATE application/rss+xml

AddOutputFilterByType DEFLATE application/javascript

AddOutputFilterByType DEFLATE application/x-javascript

 სტატია მოამზადა შპს მარკეტინგ სოლუშენს ჯორჯიამ: https://ms-georgia.com/


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“