თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გრიგოლ ფერაძის, ეგრისის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, რადიანის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ილია ვეკუას და ლიბანის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო