გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის მონაწილეები ესტუმრნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამიანის უფლებები“ მონაწილეები ესტუმრნენ.

როგორც „აქცენტს“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, სტუმრებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მათივე ცნობით, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მოსწავლეებს სამომავლოდ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა შეეძლებათ.

შეხვედრის მეორე ნაწილი თემას: კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე დაეთმო , რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის კახაბერ მდივანის პრეზენტაცია „კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე საქართველოს რეგიონების მაგალითზე“ მოისმინეს. მწვანე ბანაკის მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ასევე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებისა და ვადების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მწვანე ბანაკის მიზანს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"