ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ ტელეარხს არ უკავშირებს

ლაურა ღაჭავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია „მთავარი არხი" მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსდეს, თუმცა, ამ თემაზე გვარამიასთან გამართულ შეხვედრას ადასტურებს.

"ადრე მქონდა განაცხადი მიცემული უძრავი ქონების სააგენტოსთვის, რომ ობიექტებს ვყიდი, ვინაიდან ბანკების ძალიან დიდი სესხი მაქვს და ყველაფერზე ყადაღა მიდევს, იძულებული ვიყავი, გამეყიდა რაღაც ქონება. შემდეგ შეხვედრა იყო და ვერ შევთანხმდით მე და ნიკა გვარამია თანხაზე, მან სხვა ობიექტი ნახა. მე არ ვუკავშირებ მთავარი არხის გახსნას. საფუძველს არ მაძლევს ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურია. ხომ უნდა გავეცნო ჯერ საქმის მასალებს და ვნახოთ. დაკითხვაზეც არ ვყოფილვარ. მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ-ები. ახლა რა მოხდა, არ ვიცი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაურა ღაჭავამ საგამოძიებო სამსახურთან მისვლისას. 

ცნობისთვის: დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები